კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

ლაბირინთში მორბენალი

ლაბირინთში მორბენალი

1216
0 / 5
  • წარმოიდგინე, რომ ლაბირინთში ხარ, ირგვლივ სრული სიბნელეა და ვერ ხვდები საით წახვიდე, როგორ მოიქცე, რა გააკეთო... სხეულსაც უკვე ვეღარ მიჰყვები, ამდენი სიარულით ღონემიხდილი ფეხებიც აღარ გემორჩილება, ხელებიც გაგიოფლიანდა, ნერვიულობ... აცახცახებულ ყბას ვერ აჩერებ, პანიკაა...                                                                                                         

    თითქოს ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებ, გამოსავალი კი არ ჩანს. გგონია, ვერავინ გიშველის, ვერავინ გაგიყვანს ამ წყეული ლაბირინთიდან...

    ამასობაში შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა:

  • რა ვქნა?

  • ჰმ... კარგი კითხვაა, ძალიან კარგი, მაგრამ პასუხი მეტად მარტივი აქვს - არაფერი. ვერაფერს იზამ, ახლა უკვე ძალიან გვიანია... შენ იმ ლაბირინთში ხარ გამომწყვდეული, რომელიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშია. ჩვენი მიზანი კი მათთნ გამკლავებაა. განსხვავება ჩემსა და შენ შორის კი მხოლოდ ერთია, ვინ როგორ მოემზადა მასთან შესახვედრად.

  • რა ვქნა?

  • მოემზადე... მოემზადე იმისთვის, რაც შეიძლება ხვალ რეალობად იქცეს, თორემ ხვალ... ხვალ უკვე გვიან იქნება. არ ჩააგდო საკუთარი თვი გამოუვალ მდგომარეობაში, ეცადე გონივრულად იმოქმედო, შემდგომ თავში ხელების ცემასა და გოდებას, რომელიც სრულიად უსარგებლოა, წინასწარ იფიქრე, დაგეგმე, დააზღვიე...

  • რა ვქნა?

  • დააზღვიე... ჰო... სწორედ რომ დააზღვიე... დააზღვიე შენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სახლი, მანქანა, ქონება,  მოგზაურობა... დააზღვიე ყველაფერი, რისი დაზღვევაც შეგიძლია, მე კი აგიხსნი, რატომ უნდა დააზღვიო, კარგი?

 

დააზღვიე, თუ გინდა, რომ უდარდელად იგრძნო თავი.

სამწუხაროდ, თითოეული ჩვენგანი ფინანსებზე სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული, სწორედ ამიტომ არის მნიშვნლოვანი დაზღვევა, ის გაძლევას სრულ უფლებას, უდარდელად განაგრძო ცხოვრება, მიუხედავად უბედური შემთხვევებისა. შესაბამისად, იკლებს სტრესი და შენც უფრო გიმარტივდება ყველაფერი.

 

დააზღვიე, თუ გინდა, რომ დაცულად იგრძნო თავი.

იყო დაზღვეული იმაში, რომ შენს ჯანმრთელობას ყველანაირად გაუფრთხილდებიან და დაფარავენ ყველა იმ ფინანსს, რაც შეიძლება მას დასჭირდეს - ნამდვილი შვებაა, იცოდე, რომ ზურგი გყავს, ვისაც შეიძლება მაგრად დაეყრდნო - აუცილებელია.

 

დააზღვიე, თუ გინდა, რომ დაზღვეულად იგრძნო თავი.

რა იქნება მომავალში, როგორ იქნებიან ჩემი ოჯახის წევრები... გაუთავებელი ფიქრი სანერვიულოს აასმაგებს, დაზღვევის შემთხვევაში კი გეცოდინება, რომ ყველაფრის მიუხედავად შენი ოჯახის წევრები უზრუნველები იქნებიან ფინანსურად.

  • სულ ეს იყო, მინდოდა, რაც შეიძლება მარტივად ჩამომეყალიბებინა ის სარგებლები, რომლებიც ლაბირინთიდან გამოსვლაში დაგეხმარება.

  • ახლა... ახლა ვიცი რაც უნდა ვქნა... წინასწარ უნდა ვიფიქრო, დავგეგმო, დავაზღვიო, რათა მორიგ ლაბირინთში არ გავიჭედო.

  • ხოდა, ძლიან კარგი, დროებით...

  • წარმოიდგინე, რომ ლაბირინთში ხარ, ირგვლივ სრული სიბნელეა და ვერ ხვდები საით წახვიდე, როგორ მოიქცე, რა გააკეთო...

 

ბლოგი და პოსტერი შემუშავებულია დაზღვევის დღისადმი მიძღვნილი კონკურსის "მეტი დაცვა და ნაკლები რისკი" ფარგლებში.

პოსტერის ავტორია ანანო რაზმაძე