კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

დააფასეთ საკუთარი შრომა და შემოსავალი

დააფასეთ საკუთარი შრომა და შემოსავალი

1432
4.6 / 5

ჩემი დღევანდელი ბლოგპოსტის თემა, შეიძლება ითქვას, იმ თემის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც ჩემი წინა „ბლოგპოსტი“ არის მიძღვნილი. შეგახსენებთ, რომ წინა „ბლოგპოსტის“ მთავარი დედააზრი მდგომარეობდა შემდეგში: „ საკუთარი თავის და საკუთარი ოჯახის ფინანსური სტაბილურობისთვის მებრძოლი ნებისმიერი ადამიანი, ისე უნდა განკარგავდეს საკუთარ ფინანსებს და  ანაწილებდეს საკუთარ ყოველთვიური შემოსავალს, რომ ამ შემოსავლის  გარკვეული  რაოდენობა მას გაუხარჯავი რჩებოდეს“.  რაც, პირველ რიგში, მას შესაბამისი რაოდენობის დანაზოგის გაკეთების,“ფინანსური ბალიშის” შექმნის და საბოლოოდ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის შესაძლებლობას მისცემს. 

როგორ დავზოგოთ ოპტიმალურად?

ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი დამეთანხმება იმაში, რომ “ფინანსური ბალიშის“   და შესაბამისი რაოდენობის „საინვესტიციო“ აქტივების შესაქმნელად საჭიროა რეგულარული დანაზოგების წარმოება. დანაზოგის გაკეთების ყველაზე მართებული გზა, კი პირადი (საკუთარი ოჯახის)  ყოველთვიური შემოსავლებიდან, წინასწარ, გარკვეული რაოდენობის თანხის „რეზერვში“ გადადებაა. პირადი ფინანსების საკითხს მიძღვნილ, პრაქტიკულად ნებისმიერ წიგნსა თუ სტატიაში ( რომელიც შეეხება დანაზოგის გაკეთების თემას ). შევხვდებით მოსაზრებას, რომ ეს რაოდენობა როგორც მინიმუმ, ყოველთვიური შემოსავლის 10-15 %-ის ტოლფასი უნდა იყო. თუმცა რათქმაუნდა რაც უფრო მეტი იქნება დანაზოგის სახით გადადებული თანხა, მით უკეთესია ( მინიშნებები იმაზე თუ როგორ დავადგეთ აღნიშნულ გზას , ჩემს წინა ბლოგშიც მოიძებნება).

გასაკვირი არ იქნება  თუ ვიტყვი იმას, რომ მეც  სავსებით ვეთანხმები ზემოთმოყვანილ მოსაზრებას. თუმცა ვთვლი, რომ მეტი ეფექტიანობისთვის, ყოველთვიური შემოსავლებიდან დანაზოგის სახით გადადებული თანხა,  ყოველთვიური  შემოსავლის „ნახევარი“ მაინც უნდა იყოს. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ეს  არც თუ ისე ადვილი გასაკეთებელია. რადგან ადამიანის ყოველთვიური გასავალი, როგორც წესი, მისი (ან მისი ოჯახის) ყოველთვიური შემოსავლის ტოლი ან თითქმის  ტოლფასია. რაც მას დიდი თანხების დაზოგვის შესაძლებლობას არ აძლევს.  ვფიქრობ , რომ ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ პირადი ფინანსების საკითხს მიძღვნილ, პრაქტიკულად ნებისმიერ  წიგნსა და სტატიაში.  რჩევის სახით მოცემულია შემდეგი პირობა: ადამიანის ყოველთვიური შემოსავლებიდან , დანაზოგის სახით გადადებული თანხა . ამ შემოსავლების მინიმუმ 10-15 % ტოლფასი უნდა იყოს ( ყოველ შემთხვევაში , დანაზოგის ფორმირების პირველ ეტაპებზე მაინც). ასეთი, შედარებით (პროცენტულად) მცირე თანხის გადადება (ყოველთვიური შემოსავლიდან). არც თუ ისე მტკივნეულად უნდა აისახოს, ადამიანის შემოსავლის ხარჯვით ნაწილზე (გასავალზე). მაგალითად, თუ ადამიანის ყოველთვიური გასავალი და შემოსავალი, ერთმანეთის ტოლფასია და (ჰიპოტეთურად) 100 ლარს უდრის. ამ 100-ი ლარიდან 10 %-ის დანაზოგის სახით გადადება, არც თუ ისე „მტკივნეულად" აისახება მის გასავალზე. ამ შემთხვევაში ადამიანი დახარჯავს არა 100-ს ლარს, არამედ მხოლოდ 90-ს  ანუ შეიძენს (მიიღებს) 90-ი ლარის  პროდუქტსა და  მომსახურებას. ასეთ შემთხვევაში ის დათმობს დაზოგილი თანხის ტოლფას პროდუქტს თუ სერვისს, რაც თეორიულად არც თუ ისე საგრძნობი დანაკლისი უნდა იყოს მისთვის. ხოლო  თავისმხვრივ  გადადებული10 ლარი. პირიქით საკმაოდ საგრძნობი დანაზოგი იქნება ადამიანის სამომავლო რეზერვის (აქტივების) წარმოსაქმნელად . 

პირველ რიგში, გადაუხადეთ საკუთარ თავს!

სულ მცირე ასეთმა არგუმენტმა მაინც უნდა დაარწმუნოს ნებისმიერი ადამიანი დანაზოგების გაკეთების მიზანშეწონილებაში. თუმცა აღნიშნული „ბლოგის“ სათაურიდან გამომდინარე, მსურს ვისაუბრო დანაზოგის გასაკეთებლად მამოტივირებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. რომლის დედააზრი შემდეგში მდგომარეობს: „ნებისმიერმა ადამიანმა, აუცილებლად (სათანადოდ) უნდა დააფასოს საკუთარი შრომა და საკუთარი შემოსავალი“.

თქვენ იტყვით, რომ ეს მოსაზრება „ბუნებრივია“ და აქ არაფერია განსაკუთრებული.  რადგან ნებისმიერი მშრომელი ადამიანი,  ყოველთვის სათანადოდ აფასებს მის შრომას და მითუმეტეს შემოსავალს. მაგრამ მოდით ჩავეძიოთ ამ თემას უფრო სიღრმისეულად . ჩვენ დავინახავთ , რომ ეს არც თუ ისე მარტივი დასამტკიცებელია , როგორც ერთი შეხედვით სჩანს. თვალსაჩინოებისთვის გამოდგება შემდეგი მაგალითი: როგორც კი ადამიანი, მიიღებს ნებისმიერი სახის შემოსავალს. ის პრაქტიკულად იმ წუთიდანვე იწყებს მის „დაუფიქრებლად“ გახარჯვას. ეს ერთობ ბუნებრივია . რადგან როგორც კი ადამიანს  უჩნდება შემოსავალი, შესაბამისად უჩნდება გასავალიც. ვინაიდან არსებობს უამრავი მიმართულება სადაც ეს შემოსავალი უნდა გაიხარჯოს. ასე მაგალითად, როდესაც საჭიროა საკვები ან სხვა სახის პროდუქტების ყიდვა , ადამიანი მიდის მაღაზიაში და ყიდულობს მათ ანუ ამით უხდის ფულს ( საკუთარი შემოსავლებიდან)  მაღაზიის მფლობელს და მაღაზიის თანამშრომლებს ( საბოლოო ჯამში მათი ხელფასის სახით)  . როდესაც საჭიროა კომუნალური გადასახადების გადახდა , ადამიანი ურიცხავს ფულს შესაბამის „კომპანიებს“ და ამით უხდის ფულს ამ კომპანიების მფლობელებს და თანამშრომლებს. როდესაც ადამიანს სურს გართობა , ის მიდის კინოთეატრში ან თეატრში, კაფეში ან რესტორანში და  უხდის  ფულს შესაბამისი დაწესებულებების მფლობელებს და მათ თანამშრომლებს (ისევ და ისევ საკუთარი ან ოჯახის შემოსავლებიდან). მე აღარ გავაგრძელებ ამ ჩამონათვალს , რადგან ვფიქრობ თქვენ ისედაც მიხვდით თუ რა მაქვს მხედველობაში. ერთი სიტყვით,  გამოდის  რომ მთელი ამ „აქტივობების“ განმავლობაში, ჩვენ „დავაფასეთ“ უამრავი სხვა , უცნობი თუ ნაცნობი ადამიანის შრომა და შესაბამისად გადავუხადეთ ყველას მათ ჩვენი საკუთარი  ფული ანუ გავუნაწილეთ მათ ჩვენი შემოსავალი.  ყველაზე უცნაური მთელს ამ პროცესში , არის ის , რომ ჩვენ საერთოდ დაგვავიწყდა ჩვენი საკუთარი თავი. ჩვენ გადავუხადეთ ყველას საკუთარი თავის გარდა. 

თქვენ იტყვით ,რომ  ადამიანის შემოსავალი თავისთავშივე მოიაზრება ,როგორც მისთვის გადახდილი ფული. ვფიქრობ არა. ეს არის  ფული, რომელიც მას  საკუთარი შრომის ხარჯზე (ხელფასის ან სხვა შემოსავლის სახით), სხვებისგან გარკვეული სახის მომსახურების  თუ პროდუქციის შესაძენად გადმოეცემა ანუ ის უბრალოდ ერთგვარი „გაცვლითი“ ერთეულია. ხოლო, უშუალოდ ადამიანისვთის გადახდილ ფულად , ეს ფული შეიძლება ჩაითვლოს მხოლოდ მაშინ, როდესაც შემოსავლის მიღებისთანავე , ეს ადამიანი ავტომატურად გადადებს გარკვეულ თანხას დანაზოგის სახით ანუ ამ გზით ის პირველ რიგში გადაუხდის და დააფასებს საკუთარ თავს , საკუთარ შრომასა და შემოსავალს. რადგან ვის თუ არა საკუთარ თავს, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვცეთ პატივი და გადავუხადოთ ჩვენს მიერ ნაშოვნი ფული ( დანაზოგის გაკეთების გზით). 

ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის (დამატებით) იმის მიზეზი, რომ “ ფინანსური წიგნიერების“ საკითხს მიძღვნილ ნებისმიერ  წიგნსა თუ სტატიაში.  ჩვენ აუცილებლად აღმოვაჩენთ რჩევას , რომ  ყოველთვიური (ნებისმიერი სახის) შემოსავლებიდან , აუცილებლად  უნდა გადავინახოთ, საშუალოდ 10-15 % -ი თანხისა და დანარჩენი თანხით უნდა გავაგრძელოთ  ცხოვრება .ხოლო, ასეთი სახით შეგროვებული კაპიტალი კი, შემდგომში საკუთარი ფინანსური წინსვლისთვის უნდა გამოვიყენოთ.

ბოლოს კი ისევ და ისევ  ჩემს წინა ბლოგის თემას მინდა რომ დავუბრუნდე და ავღნიშნო . იმისთის, რომ ნებისმიერ ადამიანს , ფულადი დანაზოგების წარმოების  შესაძლებლობა მიეცეს, აუცილებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ყოველთვიური „გასავლის“  (ხარჯების) , ეტაპობრივი შემცირებისთვის საჭირო ცოდნა და  ნებისყოფა. ამისთვის კი აუცილებელია საკუთარი „ფინანსური წიგნიერების“ დონის მაქსიმალურად ამაღლება და  ახალი ცოდნის შეძენა, რომელიც  შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება მას.                                                                                                                                                                                   

ზუსტად ასე მესმის მე საკუთარ შრომის და საკუთარ შემოსავლის დაფასების არსი.