კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტერმინები

  • საბანკო ამონაწერი

    მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია კონკრეტულ პერიოდში საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ. 

  • საბანკო რეკვიზიტები

    საბანკო მონაცემები, რომლებიც საჭიროა საბანკო ოპერაციის განსახორციელებლად. მაგალითად, ბანკის დასახელება და კოდი, ანგარიშის ნომერი და ა. შ..

  • საგადახდო (პლასტიკური) ბარათი

    საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საქონლის/მომსახურების საფასურის გადასახდის, ნაღდი ფულის მისაღის, ფულადი გზავნილის განსახორციელების და სხვა საბარათე ოპერაციების ინიცირებისათვის. 

  • სადაზღვევო ანაზღაურება
    თანხა, რომელსაც მზღვეველი უხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ...
  • სადაზღვევო ბროკერი

    პირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონმდებლობის შესაბამისად და მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე. მოიძიებს დაინტერესებული პირზე მორგებულ სადაზღვევო პირობებს და ეხმარება მას არჩევანის გაკეთებაში.

  • სადაზღვევო თანხა

    თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია გადაუხდის დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.

  • სადაზღვევო პოლისი

    მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების დადების შესახებ. სადაზღვევო პოლისში მიეთითება დაზღვევის კონკრეტული მონაცემები (დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო თანხა პრემია და სხვა).

  • სადაზღვევო პრემია

    თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში.

  • სადაზღვევო პრემია

    თანხა, რომელსაც იხდის ან უნდა გადაიხადოს დამზღვევმა დაზღვევაში. სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია სადაზღვევო პოლისში;

  • სადაზღვევო რისკი

    მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა.

  • სადაზღვევო შემთხვევა

    მოვლენა, რისთვისაც ხდება დაზღვევა და რომლის დადგომისას მზღვეველი   დაზღვეულს აუნაზღაურებს დამდგარ ზიანს.

  • სადებეტო ბარათი

    ბარათი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საბარათე/მიმდინარე ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა.

  • საკომისიო

    სხვადასხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობისათვის მომხმარებლისთვის დაწესებული გადასახადი, რომლის ოდენობა და გადახდის წესიც განისაზღვრება ხელშეკრულებით. 

  • საკრედიტო ბარათი

    ბარათი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია საკრედიტო დაწესებულების მიერ მისთვის გამოყოფილი (ანუ ნასესხები) თანხის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში განკარგვა/გახარჯვა.