კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტერმინები

  • ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
    სესხის ან დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში და ასახავს უშუალოდ სესხის/დეპოზიტის თანხაზე დარიცხულ პროცენტს ...
  • ოვერდრაფტი

    მოკლევადიანი სესხის ერთგვარი სახეობა – საფინანსო ინსტიტუტის მიერ მომხმარებლის მიმდინარე ანგარიშზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტი.

     

  • პინ­­კოდი

    საგადახდო ბარათების პინკოდი (წარმოდგება აბრევიატურისგან PIN - Personal Identification Number ) - რამდენიმე ციფრისგან შემდგარი საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც საჭიროა ბანკომატისა და პოსტერმინალის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად. ბარათის მფლობელს საგადახდო ბარათის აღებისას, როგორც წესი, პინკოდი ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ან გადაეცემა დალუქული კონვერტით.

  • პირგასამტეხლო

    გამსესხებელსა და მსესხებელს შორის წინასწარ შეთანხმებული სანქცია/ჯარიმა, უმეტესად გამოხატული დამატებით გადასახდელი თანხით ან გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის (მაგ.: სესხის დასაფარად საჭირო შენატანის დაგვიანებით განხორციელებისთვის).

  • პირობითი ფრანშიზა

    პირობითი ფრანშიზა - თანხა, რომლის ფარგლებშიც დამდგარი ზიანი თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს არ ანაზღაურდება, თუმცა, თუ ზიანმა გადააჭარბა პირობითი ფრანშიზის ოდენობას, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სრულად.

  • პრობლემური აქტივების მართვის კომპანია
    სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სამართავად გადასცემს ვადაგადაცილებულ სესხებს, რომლებსაც მომხმარებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი დაგვიანებებით, არასრულად ან საერთოდ ვერ იხდის ...
  • პროცენტი მარტივი (პროცენტის დარიცხვის მარტივი მეთოდი)
    პროცენტის დარიცხვის მეთოდი მარტივია, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თანხაზე პროცენტის დარიცხვა ხდება ერთჯერადად, ვადის გასვლისას ...
  • პროცენტი რთული (პროცენტის დარიცხვის რთული მეთოდი)

    პროცენტის დარიცხვის მეთოდი რთულია, თუ წლიური საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა ხდება პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე და ამასთან, ყოველი შემდეგი დარიცხვა ხდება ძირ თანხასა და უკვე დარიცხული პროცენტის ჯამზე.

  • რეინვესტირება

    პირველი ინვესტიციის შედეგად მიღებული შემოსავლების/მოგების იმავე პროექტში (ბიზნესში) ხელმეორედ დაბანდება.

  • რესტრუქტურიზაცია

    არსებული სესხის მომსახურების პირობების ცვლილება, რომლის მიზანსაც, ძირითადად, მომხმარებლისთვის სესხის მომსახურების გამარტივება წარმოადგენს. რესტრუქტურიზაციის ერთ­-ერთი გავრცელებული ფორმაა მსესხებლის ყველა ვალდებულების გაერთიანება და მისი უფრო გრძელ ვადაზე გადანაწილება.

  • რეფინანსირება

    მომხმარებლის მიერ საკუთარი სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვა იმავე ან სხვა გამსესხებლისგან მიღებული ახალი სესხით.

  • საარბიტრაჟო სასამართლო
    მხარეთა მიერ შერჩეული დავების განმხილველი ორგანო. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირებს (იგულისხმება როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირები) შორის სამოქალაქო დავა, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია განსახილველად გადაეცეს მუდმივმოქმედ ან ამ დავისათვის საგანგებოდ შექმნილ კერძო არბიტრაჟს ...
  • სააღსრულებო წარმოება

    სააღსრულებო წარმოება – კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესი, რომლის დროსაც შესაბამისი ორგანო მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სააღსრულებო წარმოების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგალითად, მოვალის, თავდების ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ქონების დაყადაღება, რეალიზაცია აუქციონის მეშვეობით და სხვ.

  • საბალანსო უწყისი

    ფინანსური დოკუმენტი, რომელიც კონკრეტულ მომენტში საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას ასახავს. საბალანსო უწყისი მოიცავს ინფორმაციას საწარმოს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის შესახებ.