კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ტერმინები

  • დეპოზიტი მოთხოვნამდე

    დეპოზიტი, რომელზეც თანხის დამატება და გატანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. მოთხოვნად დეპოზიტებზე, ჩვეულებრივ, ვადიან დეპოზიტებთან შედარებით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთების შემოთავაზება ხდება.  

  • დისტანციური საბანკო მომსახურება

    საბანკო მომსახურება, რომელიც ხორციელდება ბანკში მომხმარებლის ფიზიკური გამოცხადების გარეშე. დისტანციურ საბანკო მომსახურებას განეკუთვნება მაგალითად, საგადახდო ბარათით სარგებლობა,  ინტერნეტბანკით, მობილბანკით, SMS ბანკით სარგებლობა და სხვა. 

  • დიჯიპასი
    მოწყობილობა ან აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება ერთჯერადი კოდების გენერირებისათვის (მისაღებად) ინტერნეტბანკსა და სხვა დისტანციურ არხებში ელექტრონული ოპერაციების განხორციელების მიზნით ...
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
    საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც გათვალისწინებულია ყველა ხარჯი (ხარჯების არსებობის შემთხვევაში) და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი, ასევე, ყველა სარგებელი/მისაღები თანხა და ამ სარგებლის მიღების პერიოდი ...
  • ვალუტის გაცვლითი კურსი
    ერთი ქვეყნის ვალუტის ღირებულება გამოსახული მეორე ქვეყნის ვალუტის ერთეულებში. საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ ვალუტის კურსი განისაზღვრება სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-­მიწოდების ურთიერთქმედებით. ბანკთაშორის ბაზარზე დადებულ გარიგებათა გათვალისწინებით გამოითვლება სავალუტო კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი შემდგომი დღისთვის ოფიციალურ გაცვლით კურსად აცხადებს ...
  • ვალუტის კონვერტაცია

    ერთი ვალუტის გადაცვლა მეორე ვალუტაში.

  • ვერიფიკაცია

    ფაქტის, მასალის (მაგ.: საბუთების, დოკუმენტების), პირის პერსონალური მონაცემების ნამდვილობის შემოწმება/დადგენა. ასევე, იდენტურობის დადგენის მიზნით ორიგინალისა და მისი ასლის შედარება.

  • ზედნადები

    სასაქონლო ზედნადები - დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება სასაქონლო-­მატერიალურ ფასეულობათა მიღება და გაცემა. 

  • თავდები

    პირი, რომელიც მსესხებლის მხრიდან სესხის არგადახდის შემთხვევაში, სესხის დაფარვაზე იღებს ვალდებულებას. თუ მსესხებელი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, გადააცილებს ვალდებულების დაფარვის თარიღს, გამსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულების გადახდა მოსთხოვოს თავდებს.

  • თვითღირებულება

    პროდუქციის/მომსახურების ფასი, ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებით, რომელიც მის შესაქმნელად/გასაწევად არის საჭირო.

  • იდენტიფიკაცია

    პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას.

  • ინვესტიცია

    ფულადი სახსრების, კაპიტალის ან სხვა სახის ფასეულობის დაბანდება სარგებლის მიღების მიზნით.

  • ინვესტორი

    პირი, რომელიც ახორციელებს ინვესტიციას – ამა თუ იმ წამოწყებაში აბანდებს საკუთარ კაპიტალს, სახსრებს ან სხვა ფასეულობას მოგების მიღების მიზნით. 

  • ინვოისი

    ფინანსური დოკუმენტი, რომელსაც გამყიდველი წარუდგენს მყიდველს. მასში მითითებულია შესაძენი საქონლის/მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა, გამყიდველის საბანკო რეკვიზიტები და ა. შ., რის საფუძველზეც ხდება ან მოითხოვება გადახდა.