ფინანსური განათლება სკოლაში - სასწავლო რესურსები კონკურსის ფინალისტი მასწავლებლებისგან
ეროვნული ბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა კონკურსი „ფინანსური განათლება სკოლაში“ მიზნად ისახავდა შექმნილიყო საინტერესო სასწავლო აქტივობები ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტიანად შესასწავლად. გთავაზობთ 20 ფინალისტი მასწავლებლის ნამუშევარს სამივე საფეხურისთვის, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია თავის საგაკვეთილო პროცესში ფინანსური განათლების თემების დამუშავებისას.