კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პუბლიკაციები

ბროშურა "ფერმერის დღიური"

ბროშურა "ფერმერის დღიური"

ბროშურა "ფერმერის დღიური" გერმანულმა ფონდმა "შპარკასემ", საქართველოს ეროვნული ბანკისა და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიმუშავა.

ფერმერის დღიური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს დაეხმარება გაანალიზონ და დაგეგმონ მათი სამეურნეო საქმიანობა. ბროშურის დახმარებით მათ შეეძლებათ აღრიცხონ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.

ფერმერის დღიურში ფინანსური უწყისები წარმოდგენილია გამარტივებული სახით და მორგებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციფიკას. ბროშურა ასევე, მოიცავს არაფინანსურ ნაწილს. არაფინანსურ ნაწილში იგულისხმება  ფერმერის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიების აღრიცხვა, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და პირუტყვის პროდუქტიულობაზე.

დაფინანსების მოპოვებისას გასულ პერიოდზე ჩანაწერების არსებობა სარწმუნოს ხდის სამეურნეო საქმიანობას და ფერმერს უადვილებს ურთიერთობას საფინანსო ინსტიტუტებთან ან სხვა დონორ ორგანიზაციებთან.

ბროშურის ელექტრონული ვერსია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვომი:

სხვა პუბლიკაციები