კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

პუბლიკაციები

ბროშურა "ჯიბის ფინანსისტი"

ბროშურა "ჯიბის ფინანსისტი"

ბროშურა "ჯიბის ფინანსისტი" ფონდმა "შპარკასე საქართველომ", საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, "პასუხისმგებლიანი დაფინანსების" პროექტის ფარგლებში შეიმუშავა.  ბროშურაში აღწერილია ისეთი თემები, როგორებიცაა საფინანსო პროდუქტები, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, თავსართის ნიმუში, საკრედიტო ციკლი და მომხმარებელთა უფლებები. 

მომხმარებელთა სახელმძღვანელო სადაზღვევო ურთიერთობებში

მომხმარებელთა სახელმძღვანელო სადაზღვევო ურთიერთობებში

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა მომხმარებლისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ბროშურა - „მომხმარებელთა უფლებები სადაზღვევო ურთიერთობებში და მიმდინარე სიახლეები“ -  შეიმუშავა.

ფინანსური განათლების ბროშურები სტუდენტებისთვის

ფინანსური განათლების ბროშურები სტუდენტებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას  სტუდენტები წარმოადგენენ. 

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.

ფინანსური განათლება აგრომეწარმეებისთვის

ფინანსური განათლება აგრომეწარმეებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და „სამოქალაქო  განვითარების სააგენტოს" (სიდა) ჩართულობით, ფერმერთათვის განკუთვნილი ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და პრაქტიკული სახელმძღვანელო „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა.