კონკურსი მიეძღვნა 2 მაისს, დაზღვევის დღეს საქართველოში, და მისი მიზანი იყო მოსახლეობაში დაზღვევის საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათ შორის, კონკურსანტების მხრიდან პოპულარული ენითა და საინტერესო ვიზუალით წარმოდგენილი მასალების გავრცელების გზით.
კონკურსში 300-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რომლებიც ავტორის მიუთითებლად, დაშიფრული სახით მიეწოდათ ჟიურის.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ 2 კატეგორიაში: "მომხმარებლის რჩეული" და "სადაზღვევო კომპანიის რჩეული". კონკურსის პირობები და გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე.
კონკურსი ჩატარდა სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად და პარტნიორი ორგანიზაციების, სს ბაზისბანკის , სს პსპ დაზღვევას, სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას, სს სადაზღვევო კომპანია იმედი ელის, სს სადაზღვევო კომპანია ალდაგის და სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას მხარდაჭერით.
გამარჯვებულები
სადაზღვევო კომპანია "იმედი ელის" რჩეული დიანა-დორა ნაკაიძე - პოსტერისთვის "ზოგჯერ კომფორტიც დასაზღვევია"
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტის" რჩეული თათია აკობია - პოსტერისთვის "იყავი მზად მოულოდნელობებისთვის, დაეზღვიე"
სადაზღვევო კომპანია "პსპ-ს" რჩეული ნიკოლოზ ეჯიბაძე - პოსტერისთვის "იმოგზაურე მშვიდად, თავგადასავალი იწყება დაზღვევით!"
სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" რჩეული დავით სადაღაშვილი - პოსტერისთვის "ჭამე მშვიდად, ხარ დაზღვეული"
სადაზღვევო კომპანია "ევროინსის" რჩეული მარიამ კილასონია - პოსტერისთვის "დავაზღვიე, მაშასადამე ვარსებობ"
მომხმარებლის რჩეული მეგი ცომაია - პოსტერისთვის "დაზღვევა - შენი მშვიდობიანი ძილის ავტორი"