საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge უერთდება 23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნის იდეას და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებში) ფინანსური განათლების თემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნებისთვის პარტნიორი ორგანიზაციების, სს „ბაზისბანკისა“ და სს „მიკრობანკი ემბისის“, მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს სკოლებისა და მასწავლებლებისათვის სახელწოდებით „ფინედუს კუთხე სკოლის ბიბლიოთეკაში“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში არსებული ნებისმიერ საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენელს, გარდა თბილისისა.
კონკურსის ფარგლებში პროექტების მიღება დასრულდება 2025 წლის 11 მაისს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2 კატეგორიაში:
„ჟიურის რჩეული“ - გამარჯვებული გახდება 20 კონკურსანტი;
„მომხმარებლის რჩეული“ - გამარჯვებული გახდება 1 კონკურსანტი
პრიზები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.