კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

კონკურსი "ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში" დასრულდა

წიგნი
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს ორგანიზებით, ასევე, ელექტრონული წიგნების სახლის "საბასა" და "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ჩართულობითა და მხარდაჭერით ორგანიზებული კონკურსი, "ფინანსური გაკვეთილები მხატვრულ ლიტერატურაში" დასრულდა.

კონკურსი 11 აპრილს დაიწყო და მისი შედეგები დღეს, 23 აპრილს, მსოფლიოს წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღეს ხორციელდება.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა საკონკურსო ფეისბუქპოსტის ქვეშ დატოვეს კომენტარები, რომლებიც შეფასდა კონკურსის პირობების შესაბამისად.

11-დან 18 აპრილის ჩათვლით დაფიქსირდა  88 ავტორის 108 თემატური (წიგნთან დაკავშირებული) კომენტარი, რომელთაგან კონკურსის პირობებს მხოლოდ 35 ავტორის (ფეისბუქმომხმარებლის) 42 კომენტარი აკმაყოფილებდა.

გადასაცემი პრიზები სწორედ ამ 35 მომხმარებელზე გადანაწილდა.

კონკურსის პირობების მიხედვით ჯილდოვდებიან: 

ფინედუს ჟიურის რჩეულები

ფინედუს ჟიურის რჩეული 3 კომენტარის ავტორი - ჯილდოვდება 50 ელექტრონული წიგნით "საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაში

ესენი არიან:

გვანცა ყველაშვილი

"ჯაყოს ხიზნები"- მიხეილ ჯავახიშვილი

ერთ-ერთ მონაკვეთში ნათლად ჩანს ის, რომ ფინანსური დამოკიდებულება პიროვნულ თავისუფლებას/დამოუკიდებლობას ხელყოფს.

როცა თეიმურაზი ფინანსურად დამოკიდებული ხდება ჯაყოზე, აზრის მყარად დაფიქსირების უნარს კარგავს. ის იწყებს დახლიდარობას ჯაყოს სურვილისამებრ, არადა ბევრად დიდი პოტენციალი და ცოდნა გააჩნია, რომელსაც პრაქტიკაში ვერ იყენებს. რჩევა- ყოველთვის ეცადეთ იყოთ ფინანსურად დამოუკიდებელნი, რათა არ შეიზღუდოს თქვენი პიროვნული თავისუფლება და არჩევანი.

 

ჯაჭვაძე მარიანა

ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” არის წიგნი, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს, თავისი იდეის, ავტორის მინიმალისტური წერის სტილისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, ამ ნაწარმოებში ვხვდებით ციტატას "ჩვენ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება, ფულით რომელიც არ გვაქვს, რათა შთაბეჭდილება მოვახდინოთ ხალხზე,რომლებიც არ მოგწონს". 

ვფიქრობ იდენტური მდგომარეობაა დღევანდელ სამყაროში, რადგან ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რაც უფრო მდიდრული სამოსი აცვია,მობილური უკავია, მანქანა ჰყავს, ის უფრო მეტად მიმზიდველი და სასურველი პიროვნებაა,ამიტომ იმ ფულს რომელიც შეიძლება უკეთესი მიზნებისთვის მოიხმარონ ამ ყველაფერში ხარჯავენ,მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს თავი მოაწონონ. ფინანსებს უდავოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში,თუმცა უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვიყენოთ ის რაციონალურად, საკუთარი თუ სხვისი კეთილდღეობისთვის.????❤️

Tamuna Ordenidze

,,ისეთი ჯამაგირი არ არსებობს, კაცს რომ ეყოს. კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს. რაც მეტს მოგცემენ, მით მეტი მოგინდება. ჯამაგირი კი არ არის დიდი და პატარა, მადაა დიდი და პატარა." ფინანსების მართვის თემაზე პირველად ეს ციტატა მახსენდება ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან ,,დათა თუთაშხია". ჯამაგირი, ჩვენს თანამედროვეობაში ჩანაცვლებული სიტყვით - ხელფასი, საკმარისი იშვიათად არის, ადამიანის ბუნება კი ასეთია, რაც მეტი შემოსავალი გაქვს, მეტი გინდა და გჭირდება, თუმცა ამ მეტის და მეტის გამომუშავება ყოველთვის მხოლოდ ჩვენზე როდია დამოკიდებული, შესაბამისად, უნდა შეგვეძლოს ფულის მენეჯმენტი, ფულის სწორად განაწილება, არ უნდა ვხარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე გამოვიმუშავებთ.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რჩეული

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" რჩეული კომენტარის ავტორი ჯილდოვდება 50-ლარიანი ვაუჩერით, რომლის გამოყენებასაც შეძლებს ბაკურ სულაკაურის წიგნის მაღაზიებში.

ეს რჩეული კი გახდა:

Khatuna Tkeshelashvili

ჩემს შვილებს რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს ვუკითხავდი და მოთხრობაში " ადიდებული მდინარის ხმები " კარგად ჩანს ფინანსური პრობლემის გამო , ასტრონომობაზე მეოცნებე შიოს ,როგორ უწევს შრომა _ ოჯახის დასახმარებლად ... ალბათ , ბევრია ასეთი ოჯახები დღესაც და იყო წარსულშიც . ჩემი ოჯახის მაგალითის მოყვანაც შემიძლია ???? როდესაც მამა გარდაგვეცვალა , ჩემი ძმა 12 წლის იყო და მამის ხელობა ისწავლა , გამომუშავებული ფული ოჯახში შემოჰქონდა .მსგავსი მოთხრობები ბევრის მთქმელია
 

ყველაზე მეტი ფეისბუქრეაქციის მქონე 5 კომენტარის ავტორი

ყველაზე მეტი ფეისბუქრეაქციის მქონე 5 კომენტარის ავტორს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" გადასცემს ზაირა არსენიშვილის ახალ რომანს "კოლაჟი მთვარის შუქზე".

23 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით ზემოაღნიშნული 38 კომენტარიდან ყველაზე მეტი რეაქცია მიიღო შემდეგი კომენტარის ავტორებმა:

Nini Tsintsadze - 117 ფეისბუქრეაქცია

"The love of gold often drives a man to terrible actions."

ჯორჯ ელიოტის რომანი-"სილას მარნერი",ნათლად გვიჩვენებს ფულის მანკიერ მხარეებს.

მთავარი გმირი-სილასი ახალ ცხოვრებას იწყებს მას შემდეგ,რაც საუკეთესო მეგობარი ეკლესიის ფულის მოპარვას დააბრალებს...

სილასი,უფლისადმი რწმენადაკარგული,სოფელში დაიწყებს ცხოვრებას,საკუთარი ხელობით;

თანდათანობით,მისთვის ერთადერთი ბედნიერების მიზეზი ოქროს მონეტები ხდება,იგი ყოველღამე ამოწმებს მათ რაოდენობას;არანაირი ურთიერთობა არ აქვს ადამიანებთან....მას შემდეგ,რაც მას გაქურდავენ სულიერად ნადგურდება, იგი უდანაშაულო კაცს დაადანაშაულებს,მაგრამ მალე მიხვდება საკუთარ შეცდომას.მის ცხოვრებაში გამოჩენილი კეთილი პიროვნებები,დაეხმარებიან მას ჭეშმარიტი ბედნიერების პოვნაში.

ავტორი გვიჩვენებს ხარბი ადამიანების მწარე აღსასრულსა და იმას რომ ფულს უბედურება უფრო მოაქვს,ვიდრე ბედნიერება.

Seso Eragia - 112 ფეისბუქრეაქცია

როდესაც ლიტერატურაში ფინანსებზეა საუბარი, პირველი ჯონ სტაინბეკის ნაწარმოები მახსენდება. ,,ფულზე რომ მიდგება საქმე, ზნეობის ჩვეულებრივი წესები შვებულებაში მიემგზავრებიან ხოლმე."

რომანი ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ აღწერს ადამიანის ფულისადმი დამოკიდებულებას. მთავარი პერსონაჟი - ითენი, მთელი რიგი ფინანსური უიღბლობების შემდეგ, ჩამოყალიბდა ღარიბ, მაგრამ პატიოსან ნოქრად. ითენს თავისი პროფესია დამამცირებლად მიაჩნია. სრულიად უმსგავსო საქციელით, მისი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა გამდიდრებას მოჰყვება არა მოსალოდნელი უზრუნველი ცხოვრება, არამედ მღელვარება და დანაშაულის შეგრძნება. ფინანსური კეთილდღეობა, ითენს ვერ მოუტანს ბედნიერებას. აღნიშნული ნაწარმოები მაგალითად უნდა იქცეს მკითხველისთვის, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს არაკეთილსინდისიერად მოპოვებულ ფულსა და სუფთა სინდისს შორის. ,,ფულს განა მარტო გული აკლია, პატიოსნებაც არა აქვს.“

Nino Lomidze - 59 ფეისბუქრეაქცია

"ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა, მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა, მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა, მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული."

ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივი გონიერი მხარჯველია,მას წინასწარ აქვს პირადი ბიუჯეტი გათვლილი, დანაზოგსაც აკეთებს და ქველმოქმედებასაც ეწევა.

Giorgi Jebashvili - 16 ფეისბუქრეაქცია

რობერტ კიოსაკი - მდიდარი მამა, ღარიბი მამა. წიგნში, ავტორი ფოკუსირებას ახდენს 2 ძირითად ასპექტზე: პირველი, ფულის მნიშვნელობაზე სწორი ფიქრის ჩამოყალიბება, რაშიც დაზოგვა და ფულის სწორად გამოყენება იგულისხმება. ავტორი გვეუბნება, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად უფრო მეტს ვხარჯავთ ძვირადღირებულ ნივთებზე, თუმცა, ცხოვრებაში უფრო მეტის გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია ფული გამოვიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი დამატებითი ფულის საშოვნელად, შესაბამისად, ძვირადღირებულ ნივთებზე ხარჯვა უნდა შევწყვიტოთ და დავზოგოთ ჭკვიანური ინვესტიციების განსახორციელებლად. „ you need to use money as a tool to make more money“. და მეორე, სიმდიდრე უზრუნველყოფს თავისუფლებას, რადგან ფულით შეგიძლია მიიღო გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა გააკეთო ან უარი თქვა რაიმეს განხორციელებაზე.

Nino Shelia - 15 ფეისბუქრეაქცია

ემილ ზოლას ''ქალთა ბედნიერებას'' ფინანსური კუთხით თუ განვიხილავთ, აღმოვაჩენთ საკითხს, რომელიც დღესაც კი არ კარგავს აქტუალობას. პარიზში ჩნდება ახალი ჰიპერმარკეტი- "ქალთა ბედნიერება", რომელიც ერთიმეორის მიყოლებით შთანთქავს მცირე და კონსერვატიულ ბიზნესებს. სასოწარკვეთილი ტიპობრივი მოვაჭრე კონკურენციასთან გამკლავებას ისევ "ქალთა ბედნიერებაში" შეძენილი პროდუქციის კლიენტებისთვის დაბალ ფასად შეთავაზებით ცდილობს. ამას, რა თქმა უნდა, უარესი შედეგი მოყვება. ქალთა ბედნიერება განაგრძობს "მსხვერპლის" მონსტრივით შთანთქმას და ზრდას. ნაწარმოების ამ ჭრილში განხილვა წარმოაჩენს, რომ განვითარებისთვის საჭიროა მუდამ ძიება და ბრძოლა და კონკურენციის სასარგებლოდ გამოყენება. თანამედროვეობის ახალ გამოწვევებთან გამკლავება კი შესაძლებელია ახალი ღირებულებების დამკვიდრებით და არა არსებულის გაუფასურებით მიღებული სარგებლის მცდელობით.

პირველ ასეულში მოხვედრილი კომენტარების ავტორები

მიუხედავად იმისა, რომ კონკურსის ამ პრიზით გათვალისწინებული იყო მაქსიმუმ 100 კონკურსანტის დაჯილდოვება, შემოსული კომენტარების დიდი ნაწილი არ აკმაყოფილებდა კონკურსით დადგენილ ერთ ან რამდენიმე პირობას (მაგალითად, არ იყო მითითებული ავტორი და/ან ნაწარმოები, არ ეხებოდა ფინანსურ გაკვეთილებს, აღემატებოდა დაწესებული სიტყვების ლიმიტს, იმეორებდა უკვე დაფიქსირებული კომენტარის ნაწარმოებს/იდეას, არ ეხებოდა ლიტერატურას).

ამიტომ მხოლოდ 32 კომენტარის ავტორი, რომელმაც კომენტარი დააფიქსირა კონკურსის პირობების შესაბამისად - დაჯილდოვდება 20 ელექტრონული წიგნით "საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაში. 

აღნიშნული ავტორები არიან:

  1. Lizi Tvinadze
  2. Frances Ha
  3. Nino Lomidze
  4. Mos Eri
  5. Nana Katsadze
  6. Anano Saginashvili
  7. Maia Markarashvili
  8. მაია ბურდიაშვილი
  9. Natalia Kapanadze
  10. Giorgi Jebashvili
  11. Dito Joxadze
  12. Tamuna Todua-Gabrichidze
  13. Madona Gogitidze
  14. Tamuna Meskhi
  15. Seso Eragia
  16. Nino Papashvili
  17. Khatuna Tkeshelashvili
  18. Gioiorgi Gelashvili
  19. Nini Tsintsadze
  20. NiNo Ananidze
  21. Nino Shelia
  22. Lizi Magnaradze
  23. მარი კინწურაშვილი
  24. დიანა წურწუმია
  25. Teo Tsirekidze
  26. Alice Dodgson
  27. Noko Tavberidze
  28. მარიამ ვეფხვაძე
  29. თეო გიო
  30. Elmira Rezesidze
  31. Irine Tvaradze
  32. თეონა კაკაციძე

სრულად 35 ფეისბუქმომხმარებლის მიერ დაფიქსირებული 42 კომენტარი კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამარჯვებულებს გთხოვთ, ფინედუს ფეისბუქგვერდის პირად შეტყობინებებში იმავე მომხმარებლის სახელით, რომლითაც დააფიქსირეთ კომენტარები მოგვწეროთ:

  • "საბას" ელექტრონული პრიზების მისაღებად იმ ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლითაც დარეგისტრირებულნი არიან "საბას" ელექტრონულ ბიბლიოთეკაში;
  • "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის"  მიერ დაწესებული პრიზების მისაღებად გამარჯვებულის პირადი ნომერი.