კატეგორიები

ნავიგაცია

ჩემი ფინანსური მეგზური

ბლოგი

როგორ მოქმედებენ სწორი ფინანსური ჩვევები ჩვენს ცხოვრებაზე

როგორ მოქმედებენ სწორი ფინანსური ჩვევები ჩვენს ცხოვრებაზე

1863
5 / 5

ჩვენ ხშირად გვსმენია და წაგვიკითხავს კიდევაც სწორი ფინანსური ჩვევების შესახებ, რომლებიც დადებითად მოქმედებენ როგორც ჩვენს ცხოვრებაზე, ასევე ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობაზე. თუმცა ხშირად გაგვჩენია კითხვაც,  რატომ მაინცდამაინც ჩვევა და რა შუაშია ის. განა ჩვენს ფინანსურ კეთილდღებას სულ სხვა ფაქტორები არ განაპირობებენ, მაგალითად, როგორიცაა შრომით მოპოვებული გასამრსჯელო, ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი და ა.შ.?!  ყველაფერი კი ძალზედ მარტივია და მდგომარეობს შემდეგში: საკუთარი ფინანსების სწორად სამართავად საჭიროა სწორი ფინანსური აზროვნების ჩამოყალიბება, რომელიც ყოველთვის იწყება, სწორი ფინანსური  ჩვევების განვითარებით. ამის ნათლად წარმოსადგენათ, მოდით განვიხილოთ შემდეგი მაგალითები. თუ ფულის დაზოგვის ჩვევა არ გაქვთ, ფინანსური უსაფრთხოების „ბალიშის“ შექმნისთვის და საინვესტიციო საქმიანობისთვის საჭირო, თავისუფლად განსაკარგი თანხების მოძიება საკმაოდ გაგიჭირდებათ და დიდ დროს წაგართმევთ.  თავის მხრივ, თუ ფინანსური უსაფრთხოების „ბალიში“ არ გექნებათ შექმნილი, თქვენი ფინანსური სტაბილურობაც და ინვესტიციებიც, დიდი რისკის ქვეშ დადგება. ფინანსური უსაფრთხოების „ბალიშის“ შექმნა კი, გაგიჭირდებათ, იმ შემთხვევაში თუ ფულის დაზოგვის და შენახვის ჩვევა არ გაქვთ განვითარებული.

  1. როგორც ხედავთ, ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია და შემდეგი სახის ლოგიკურ ჯაჭვამდე დაიყვანება.
  2. სწორი ფინანსური ჩვევები ფულის დაზოგვას უწყობს ხელს.
  3. ფული, რომელსაც თქვენ დაზოგავთ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური უსაფრთხოების „ბალიშის“ შესაქმნელად.
  4. როდესაც თქვენ შექმნით ფინანსური უსაფრთხოების „ბალიშს“, შეძლებთ ფულის შეგროვებას საინვესტიციო მიზნებისთვისაც.
  5. როდესაც საინვესტიციო მიზნებისთვის საჭირო თანხასაც შეაგროვებთ, შეძლებთ მის დაბანდებას, მომგებიან ფინანსურ ინსტრუმენტებში.
  6. როდესაც თქვენი ინვესტიციები, დამატებითი შემოსავლის მოტანას დაიწყებენ.
  7. თქვენ აღარ იქნებით დამოკიდებული, მხოლოდ ერთი შემოსავლის წყაროზე.
  8. რაც უფრო მეტი (პასიური) შემოსავლის წყარო გაგიჩნდებათ, მით მეტი თავისუფალი დრო გექნებათ იმისთვის, რომ მშვიდად დატკბეთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრებით, ოჯახით, თქვენი ჰობით და ა.შ.

გამოდის, რომ სწორი ფინანსური ჩვევების გამომუშავება აუცილებელია კომფორტული და ფუნანსურად უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველსაყოფად. ბევრისთვის ეს სრულიად გასაგებია, თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ამ ჩვევის გამომუშავებაზე ცოტა თუ ვინმე მუშაობს. ამიტომ ამ პატარა ბლოგპოსტში მინდა წარმოგიდგინოთ, ფინანსური წარმატების მისაღწევად საჭირო, ხუთი აუცილებელი ფინანსური ჩვევა.

ხუთი აუცილებელი ფინანსური ჩვევა

ჩვევა #1. შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა.

თქვენ ალბათ არაერთხელ გსმენიათ ან წაგიკითხავთ მსგავსი ჩვევის შესახებ. იმის შესახებ, რომ ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად, აუცილებელია საკუთარი ფინანსების კონტროლი, ხარჯების და შემოსავლების წერილობითი აღრიცხვა, ოჯახის ბიუჯეტის წარმოება და ხარჯების დაგეგმვა, ნაკლები გასავლის და მეტი შემოსავლის წესით ცხოვრება და ა.შ.  რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანი აკონტროლებს საკუთარ ფინანსებს, აღრიცხავს ხარჯებს, მართავს ოჯახის „იუჯეტს და ინახავს ფულს საინვესტიციოდ. არადა მსგავსი ჩვევა ფუნდამენტალურია ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად და თან საკმაოდ მარტივი შესასრულებელია. ამისთვის კი, მხოლოდ საწერი კალამი, რვეული და მონდომებაა საჭირო. 

ჩვევა #2. ფულის დაზოგვა, შეგროვება და ფინანსური „ბალიშის“ შექმნა.

ფულის სწორად დაზოგვა და შეგროვება უმეტესობის წარმოდგენით რთული საქმეა და გარკვეულწილად ხელოვნებაა. უმეტესობისთვის ეს „ხელოვნება“ სამწუხაროდ დღესაც მიუწვდომელია. სინამდვილეში კი, ყველაფერი გაცილებით მარტივია და მოითხოვს მხოლოდ იმას, რომ თქვენი ნებისმიერი სახის შემოსავლიდან, წინასწარ გადაიდოს გარკვეული რაოდენობის თანხას ფინანსური „ბალიშის“ შესაქმნელად (გავრცელებული რჩევის თანახმად, ფულის სწრაფად შესაგროვებლად საჭიროა შემოსავლის 10-15% გადადება). ფინანსური უსაფრთხოების „ბალიში“ კი, თავისმხვრივ დაგიცავთ თქვენ (ფინანსური ხასიათის) ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციისგან. იდეალურ შემთხვევაში, მისი მოცულობა ისეთი უნდა იყოს, რომ თქვენ უპრობლემოდ შეძლოთ თქვენი ჩვეული ცხოვრების სტილის გაგრძელება ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში. ამისთვის კი, უბრალოდ წესად აქციეთ, შემოსავლიდან გარკვეული პროცენტის დაუყოვნებლივ გადადება.

ჩვევა #3. ფინანსური მიზნების დასახვა.

თუ თქვენ გსურთ რომელიმე თქვენი მიზნის შესრულება, მაგალითად, მომავალ წელს ევროპაში სამოგზაუროდ წასვლა ან მანქანის ან ბინის ყიდვა , თქვენ აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ, რა თანხა დაგჭირდებათ ამისთვის და რამდენი ხნის განმავლობაში მოგიწევთ ამ თანხის შეგროვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ სწორად  შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, გამოთვალოთ მიზნის მიღწევის ვადები და აირჩიოთ ფულის შეგროვების სწორი სტრატეგია. ყველაფერი კი, ფინანსური მიზნის ან  მიზნების დასახვით უნდა დაიწყოთ. რაც თავის მხვრივ, სტიმულის მომცემი იქნება, სწორი ფინანსური „სტრატეგიის“ შესამუშავებლად.

ჩვევა #4. მუდმივი სწავლა და თვითგანვითარება. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სწრაფად განვითარებად სამყაროში სულ უფრო რთულია თავისუფალი დროის გამონახვა საკუთარი თავისთვის (განსაკუთრებით კი, რაიმე ახლის შესასწავლად), აუცილებლად ეცადეთ, რომ ყოველდღიურად ისწავლოთ რაც შეიძლება მეტი  ახალი. განსაკუთრებით კი, ფინანსური წიგნიერების განხრით და რაც შეიძლება ხშირად გამოიყენოთ ეს ცოდნა პრაქტიკაში. ამისთვის კი, პირველ რიგში საჭიროა შეადგინოთ შესაბამისი წიგნების სია და ყოველთვიურად მაინც წაიკითხოთ ერთი წიგნი აღნიშნული სიიდან. ამის გარდა, ეცადეთ მოიპოვოთ რაც შეიძლება მეტი ფინანსური ხასიათის ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან. 

ჩვევა #5. ფულის უშიშრად  და ჭკვიანურად დაბანდება (ინვესტირება).

ფინანსური „სტაბილურობის“ მისაღწევად. თქვენი ფინანსური ცოდნა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინვესტიციებსაც. თუმცა შეგროვებულ ფულთან დაშორება როგორც წესი, არ გვიმარტივდება, განსაკუთრებით როდესაც საუბარია გარკვეულ ფინანსურ ინსტრუმენტებში ფულის დაბანდებაზე(რაიმე ისე არ წავიდეს როგორც საჭიროა და თქვენ დაკარგოთ თქვენი ფული). სინამდვილეში კი, ეს არც თუ ისე რთულია და მეტ წილად თქვენი ფინანსური წიგნიერების დონეზეა დამოკიდებული. თქვენ უბრალოდ კარდაგ უნდა გესმოდეთ თუ რას აკეთებთ და გარკვეული სახის ფინანსური ცოდნის და გამოცდილების მიღებამდე, თავი უნდა შეიკავოთ რისკიან გარიგებებში მონაწილეობისაგან. ამისთვის კი, თავდაპირველად აუცილებელია, დაიწყოთ სტაბილური და უსაფრთხო შემოსავლის წყაროს მოძიება, რომელთა შორის პირველ ეტაპზე, ყველაზე მისაღებ ვარიანტად საბანკო დეპოზიტი უნდა განიხილოთ.

აი, ეს არის ის მარტივი ხუთი ჩვევა რომელიც თქვენ, ფინანსური წარმატების მიღწევის გზაზე ნამდვილად დაგეხმარებათ.

გისურვებთ წარმარებებს.